წესები და პირობები

როდესაც ჩვენი ვებ-საიტის მოდულებითა და მომსახურებით სარგებლობთ, ინფორმაციის მიმოცვლა ხდება საიტსა და მომხმარებელს შორის. ეს გვერდი განკუთვნილია იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ საიტის გამოყენების წესები, თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება და მოხმარების პირობები. საიტზე დარეგისტრირებით და/ან მმართველი კომპანიის მომსახურების გამოყენებით და/ან „ვეთანხმები პირობებს“ უჯრის (ან ნებისმიერი სხვა ფორმულირების) მონიშვნით თქვენ თანხმობას აცხადებთ წინამდებარე წესების სრულად და უპირობოდ დაცვაზე. აღნიშნული წესები ხდება თქვენსა და კომპანიას შორის ურთიერთობის ფარგლებში სავალდებულოდ გათვალისწინებული და ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული მნიშვნელობა. თქვენს მიერ გაცემულ და ჩვენ მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით არსებულ პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ნივთის დაბრუნების პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ნივთის დაბრუნების პოლიტიკას. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტები ამ წესებისა და მხარეთა შორის არსებული გარიგების განუყოფელი ნაწილია და მინიჭებული აქვს იდენტური სამართლებრივი სტატუსი.

ტერმინების განმარტება

საიტი - ვებ გვერდი matareblisbiletebi.ge.

მმართველი კომპანია - ვებ გვერდის matareblisbiletebi.ge-ს მფლობელი კომპანია, შპს ლაიონსჰაბი (ს/კ: 446978272).

მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს საიტის ფუნქციებს, რაც მოიცავს საიტის გავლით სესხის ან/და განვადების მოთხოვნას.

პროდუქტი - matareblisbiletebi.ge-ს პროგრამული უზრუნველყოფა.

ზოგადი პირობები

მომხმარებლის მიერ საიტზე შესვლა (ავტორიზაცია/რეგისტრაცია) და საიტიდან ინფორმაციის მიღება ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი თანახმაა დაიცვას წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები და ასევე კონკრეტული პროდუქციის შესაბამის აღწერაში მითითებული წესები.


საიტით მომსახურება განკუთვნილია მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც რომელიმე მოქმედი იურისდიქციის კანონმდებლობით არ ეკრძალებათ ან ეზღუდებათ მომსახურების მიღება ინტერნეტით. მმართველი კომპანია არ აპირებს მომხმარებლებს დაარღვევინოს ნებისმიერი მოქმედი კანონი. საიტის მოხმარებით მომხმარებლები თანხმობას იძლევიან, რომ მათ მიერ მომსახურების გამოყენება შესაბამისობაშია ყველა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციის და დებულების, მათ შორის საგადასახადო, წესებთან. მმართველი კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ მომსახურების უკანონო ან არაავტორიზებულ გამოყენებაზე. მომხმარებელი პასუხისმგებელია გადაამოწმოს მისი იურისდიქციის შესაბამისი კანონმდებლობა საიტზე დარეგისტრირებამდე და მომსახურების მიღებამდე.


მმართველი კომპანია უფლებამოსილია, მომხმარებლების წინასწარი თანხმობის გარეშე, შეიტანოს ცვლილებები მოხმარების პირობებსა და წესებში. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მმართველი კომპანია განაახლებს წინამდებარე წესებს და შეცვლის ბოლო განახლების თარიღს. მოდიფიცირებული წესები ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნების შემდეგ. მომხმარებელი პასუხისმგებელია პერიოდულად ეწვიოს საიტს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოს მოხმარების პირობებსა და წესებს. წესებში ცვლილებების შეტანის შემდეგ საიტით სარგებლობის გაგრძელება/სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა ცვლილებებს.


საიტით სარგებლობისას მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ მმართველმა კომპანიამ დაამუშავოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.


მომხმარებელს არ აქვს უფლება მესამე პირს გაანდოს საკუთარი ანგარიშის სახელი და პაროლი. ამგვარი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს პაროლი. კომპიუტერსა და ნებისმიერ სხვა აპარატზე და ინტერნეტზე წვდომის ლოკაციაზე ანგარიშის სახელისა და პაროლის უსაფრთხოებაზე, ასევე მომხმარებლის სახელის კომბინაციის, რაიმე ვირუსის ან ვირუსული პროგრამის საფუძველზე, „გატეხვაზე“ და ნებისმიერ დანაკარგზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ განუცხადოს მმართველ კომპანიას ანგარიშის ნებისმიერი შესაძლო გატეხვის მცდელობაზე ან უსაფრთხოების დარღვევაზე.


მომხმარებელმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს საიტი იმგვარად, რაც ხელყოფს მმართველი კომპანიის ან ნებისმიერი მესამე მხარის მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. ვებ-გვერდის კონტენტის ნებისმიერი რეპროდუქცია მესამე მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა აკრძალულია. იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებელია მომსახურების ფარგლებში რაიმე მასალის გადმოწერა ან ბეჭდვა, მაშინ ასეთი მასალის გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ერთ აპარატზე (და შესაძლებელია წერილობით ფორმაში ბეჭდვა) და მხოლოდ მომხმარებლის პერსონალური, არაკომერციული გამოყენებისთვის.


ინტეგრირებული მომსახურების (როგორიცა მაგ. განვადება, სესხის დამტკიცება და ა.შ) მომწოდებლების პირობები ავსებს წინამდებარე პირობებს მანამ, სანამ ისინი არ ეწინააღმდეგებიან წინამდებარე პირობებს. ნებისმიერი ასეთი ინტეგრირებული მომსახურების გამოყენებით, მომხმარებელი ეთანხმება და პასუხისმგებელია ასეთი პირობების დაცვაზე. წინამდებარე მომსახურების პირობებსა და ნებისმიერი სხვა ინტეგრირებული მომსახურების პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, წინამდებარე პირობებს მიენიჭება უპირატესობა მმართველ კომპანიასა და მომხმარებელს შორის ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობისას.

სესხის მოთხოვნის წესები

მმართველი კომპანია მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების გასაწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე მმართველი კომპანია იტოვებს უფლებას, რომ გამოითხოვოს მომხმარებლის საკრედიტო რეპორტი (კრედიტინფო) და გადაამოწმოს მომხმარებელი შემოსავლების სამსახურში.

ვებ-გვერდზე პირადი მონაცემების მითითებით და წესების დათანხმებით, მომხმარებელი უფლებას აძლევს შპს "ლაიონსჰაბს", დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები მომსახურების შეთავაზების/გაწევის მიზნებისათვის.

წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, მისოსთვის მინიჭებულ უფლებას, გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით: მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS), ელექტრონული ფოსტა) ვებ-გვერდზე მითითებული პროდუქტისა, თუ მომსახურების თაობაზე.

მმართველი კომპანიის უფლებები და მოვალეობები

მმართველი კომპანია უზრუნველყოფს, თითოეული სესხის მოთხოვნის შინაარსის გათვალისწინებით შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებთან სესხის მოთხოვნის გადამისამართებას. წინამდებარე წესებზე დათანხმებით მომხმარებელი უარს აცხადებს მმართველი კომპანიისადმი მომავალში აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზიების გამოთქმაზე, ნებისმიერ მოქმედ კანონზე დაყრდნობით.

რეგისტრაციის/საიტზე ავტორიზაციის წესები

მომხმარებელი რეგისტრაციას გაივლის საიტზე რეგისტრაციის გვერდზე მითითებული წესების დაცვით.

მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს რეალური მონაცემები. რეგისტრაციისას სხვა პირის მონაცემების მითითება აკრძალულია. ასეთი შემთხვევის არსებობისას, მმართველი კომპანია უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.

არასრულწლოვანი პირები

ვებგვერდის სერვისები არ არის შექმნილი ან გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის. პირებისთვის, რომელთაც რომელიმე იურისდიქციით სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით არ მიუღწევიათ კანონიერი თანხმობის ასაკამდე („კანონით სრულწლოვანი“). თუ თქვენ არ ხართ კანონით სრულწლოვანი პირი, თქვენ არ გაქვთ უფლება ჩამოტვირთოთ ან ისარგებლოთ სერვისებით ან მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ვიქონიოთ წვდომა და შევამოწმოთ თქვენგან მიღებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომ ინფორმაციის გაზიარება მოხდა მომხმარებლის მიერ, რომელსაც არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკამდე, ჩვენ უფლება გვაქვს არ გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია. თუ თქვენ გაქვთ მიზეზი ივარაუდოთ, რომ ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარება მოხდა არასრულწლოვანი პირის მიერ, გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ.



ბოლო განახლების თარიღი: 16 თებერვალი, 2024 წელი.